პრივატიზების პროგრამა იმ მაქსიმალური ტემპებით მიმდინარეობს, რომლის ათვისებაც კერძო სექტორს შეუძლია. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა საკომიტეტო მოსმენებზე განაცხადა. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ გასულ 2 723 აუქციონი ჩატარდა და დაახლოებით 300 მლნ ლარის მობილიზება მოხდა, რაც ნიშნავს რომ პრივატიზების გეგმა 100%-ზე მეტად შესრულდა. რამდენად სწორია მთავრობის პრივატიზაციის გეგმა და რატომ ვერ ან არ ინტერესდებიან ინვესტორები სახელმწიფო ქონების შეძენით.