მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით ვალდებულებებს აღებას გეგმავს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ ევროკომისიასთან და დოკუმენტი საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც საბოლოო სახეს მიიღებს.
"ერთი ნაწილია 9 პრიორიტეტი, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან განსაზღვრა და რომლის შესასრულებლადაც მთავრობა შესაბამისი უწყებებით, პასუხისმგებელი პირებით და დედლაინებით მუშაობს. მეორე ნაწილია ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესაბამისად არსებული წესები და პირობები, რომელსაც თანმიმდევრულად ვასრულებთ, მაგრამ ამ დოკუმენტის განახლება, რევიზია კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ მოხდება. გარკვეული მიმართულებებით რეფორმების დასაჩქარებალად დამატებით ვალდებულებებს პროაქტიურად ავიღებთ. ამაზე ევროკომისიასთან ერთად მუშაობა მიდის, რომ იყოს შეჯერებული დოკუმენტი და ამის შემდეგ აუცილებლად გავაცნობთ მოსახლეობას" - განაცხადა დავითაშვილმა.