ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში პრობლმეები იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ეს ხმამაღლა გაცხადდებოდა. ამის შესახემ მან ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედი Live”-ში განცახადა.
ცქიტიშვილის თქმით, ინტერესთა გამოხატვაში, რომელშიც კონსორციუმმა მიიღო მონაწილეობა, არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფოს ჩართულობა, თუმცა, შემდეგ კონსორციუმმა სთხოვა სახელმწიფოს დახმარება და ხელისუფლებაამც გადაწყვიტა 100 მილიონი დოლარის სესხის გაცემა საპარტნიორო ფონდის გავლით. ცქიტიშვილის თქმით, ფაქტობრივად, ეს იყო ინტერესთა გამოხატვის პირობების დარღვევა და სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ის ჩაშლილადაც გამოცხადებულიყო, თუმცა, “მაშინ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული”.
“ის პრობლემები, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ... სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში ამაზე არ ვსაუბრობდით. ეს არა სკეპტიციზმის გამო ხდებოდა, არამედ იმის გამო, რომ პრობლემები ამ პროექტში 2017 წლიდან დაიწყო.
ხელშეკრულებით, 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო სრული დაფინანსების მოძიება. როდესაც 2017 წლის ბოლოს ეს პირობა ვერ შესრულდა, იქნა გადავადებული 2018 წლის 31 დეკემბრამდე. 2018 წილს ბოლოს კიდევ გადავადდა 6 თვით.
მშენებლობის დაწყებაც იქნა გადავადებული. სამწუხაროდ, ჩვენ ნაწილობრივ სიმართლეს ვისმენთ კონსორციუმის მხრიდან. ხელშეკრულებით გაწერილია ის პირობები, თუ რას ნიშნავს სამუშაოების დაწყება. ის სამუშაოები, რაც კონსორციუმს აქვს დაწყებული, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები. მათ ჯერ არ აქვთ დასრულებული პროექტი...გრაფიკში ჩამორჩენა აქვთ”,- აცხადებს ცქიტიშვილი.

























