პრობლემები და გამოწვევები დაგროვებით საპენსიო სისტემაში
BM.GE
10.05.19 14:34
• 1014
ნებაყოფლობითი უნდა იყოს თუ სავალდებულო - ეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი იყო ყოველთვის. იმდენად, რომ შენატანის სავალდებულო ხასიათმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც უზრუნველყო: საქართველოში დღემდე მოქმედი ე.წ. თავისუფლების აქტის მიხედვით, დამატებითი გადასახადის შემოღება რეფერენდუმის გარეშე აკრძალულია. სარჩელში კი ნათქვამია, რომ დასაქმებულისთვის და განსაკუთრებით დამსაქმებლისთვის დაკისრებული 2-2% სწორედ რომ დამატებითი გადასახადია და შესაბამისად, რეფორმა არაკონსტიტუციურია. ევროპულ საქართველოს ასევე აქვს მომზადებული ალტერნატიული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სქემა იყოს მთლიანად ნებაყოფლობითი.