მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრობლემები ენერგეტიკაში ძალიან აქტიურად იჩენს თავს"

5b474e8c66008
სალომე მეცხვარიშვილი
12.07.18 17:20
877
ენერგეტიკა არ იყო ნომერი ერთი პრიორიტეტი ეკონომიკის სამინისტროში,- ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე აცხადებს.

ის ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ქობულიას რეკომენდაციების აძლევს და აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ სექტორის განვითარება გარკვეულწილად შეფერხებული იყო.

"ახლა თუ ვერ ვგრძნობთ პრობლემებს ენერგეტიკაში, ეს პრობლემები გარკვეული პერიოდის შემდეგ ძალიან აქტიურად იჩენს თავს, რადგან ახლა ჩვენ ვართ რეფორმირების პერიოდში. საქართველო გაერთიანებულია ენერგეტიკულ გაერთიანებში, შესაბამისად, ძალიან ბევრი ახალი რეგულაციაა მისაღები და დროში ისე ვიჭედებით, ვეღარც ვასწრებთ გააზრებას, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან.

მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ დავკარგეთ ის ადამიანური რესურსი, რომელსაც ეს უნდა შეესწავლა და რეკომენდაციები მიეცა. ამ კუთხით პროცესები იყო შეფერხებული, ენერგეტიკა არ იყო ნომერი ერთი პრიორიტეტი ეკონომიკის სამინისტროში, რაც იყო ძალიან ცუდი. ამ რეფორმირების დროში, როდესაც მთელი ეკონომიკა შეიძლება, ენერგეტიკის გამო პრობლემებში აღმოჩნდეს, ენერგეტიკა უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი და ამ კუთხით გვაიმედებს ის გამოცდილება, რაც აქვს ეკონომიკის მინისტრს",- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე თქმით, ენერგეტიკაში მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მოხმარება იმაზე მაღალი ტემპებით იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში ენერგო ინტენსიური ინდუსტრიები ვითარდება.

"თუ მოხმარება იზრდება და ჩვენი გენერაციის ობიექტები ვერ გაწვდება წარმოებას, ეს ნიშნავს, რომ რაღაცაში სადღაც დავაგვიანეთ და ვერ წავახალისეთ გენერაციის ობიექტები, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართ იყოს მკაფიო ხედვა, რაც ახლა არ გვაქვს",- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ეკონომიკის მინისტრის კანდიდატად გიორგი ქობულია დასახელდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები