მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრობლემები რძის სექტორში

არარეგისტრირებული საწარმოები და ფალსიფიცირებული პროდუქტები ბაზარზე - რძის სექტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზარზე არსებული რთული მდგომარეობის შესახებ აყენებს საქმის კურსში.

ფერმერთა სათათბიროს სახელით სამინისტრომ გასულ კვირას წერილი მიიღო, სადაც დეტალურად არის ახსნილი ის პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს რძის სექტორი დგას. ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გამოწვევაა ე.წ რძის ფხვნილით და მისგან ნაწარმოები პროდუქტებისთვის კონკურენციის გაწევაც. ის, რომ წარმოებაში რძის ფხვნილის მოხმარება იზრდება, ამაზე კარგად მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკა.

საქსტატის მიხედვით, გასულ წელს საქართველომ 24 მლნ დოლარის 9 229 ტონა რძის ფხვნილი, გრანულები და რძის სხვა შემცვლელები იყიდა, რაც წინა წლის იმპორტს მოცულობით 3%-ით აღემატება. რა აწუხებს დღეს რძის სექტორს?

სტუმარი: რუსუდან გიგაშვილი - "მომავლის ფერმერის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები