როდის დასრულდება მცხეთის გენგეგმაზე არსებული 10 წლიანი მორატორიუმი, ზუსტად ვერ ამბობს მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე.
bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ, როდის დასრულდება პროცესი, რომელსაც მოსახლეობა 10 წელზე მეტია ელოდება, ნოზაძე ამბობს, რომ ახლა ყველაფერი სამუშაო ჯგუფზეა დამოკიდებული. თუმცა, რადგან უკვე ყველა საკითხი შეჯერებულია და კონცეფციის პირველი ეტაპი შეჯერებული, სავარაუდოდ, პროცესს წლები აღარ დასჭირდება.
"მცხეთის გენგეგმაზე მუშაობა მართლაც წლებია მიდის. როგორც ცნობილია, თებერვალში საკრებულომ დაამტკიცა კონცეფციის პირველი ეტაპი და გადაეგზავნა სივრცითი და ქალაქმშენებლობით სააგენტოს. ამის შემდგომი პროცესი გულისხმობს, რომ სააგენტოს გადაუგზავნა უკვე ჯგუფს, რომ მოხდეს ამის დეტალური დამუშავება და გაწერა. ჯგუფი მუშაობს. მქონდა ერთი შეხვედრა პირადად და იგეგმება ისევ შეხვედრა, რომ მოხდეს პოზიციის გაზიარება და ასევე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რომ წარუდგინონ ანგარიში და პრეზენტაცია ამჟამინდელი მუშაობის და შედეგების შესახებ. ასე რომ, პროცესი ნამდვილად აქტიურად მიმდინარეობს. აღარ ველოდებით, რომ ეს პროცესი მსგავსი დროით, წლებით და უვადოდ გაიწელება. ველოდებით ჯგუფის მიერ მოწოდებულ პოზიციებს. პრობლემური და შესაჯერებელი საკითხები ორივე მხრიდან შეჯერებულია. მათ შორის, სხვადასხვა უწყებების ჩართულობით. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით როგორც ეკონომიკის, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ჯგუფის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან. ახლა, ველოდებით შემდეგ ეტაპს.
პერიოდში, ჯგუფზეა დამოკიდებული. თუმცა, დროში და წლებით პროცესის გაწელვას არ ველოდებით", - განაცხადა დავით ნოზაძემ.
აღსანიშნავია, რომ მორატორიუმის შედეგად, მცხეთის მოსახლეობა ვერ განკარგავს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ქალაქში მიწის ნაკვეთების გასხვისება და მშენებლობა ჯერ ისტორიულ ნაწილში აიკრძალა, შემდეგ კი მორატორიუმი მცხეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.