მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროცედურების დარღვევით, ვერ გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ვერავის"

5bc7265e6f796
BM.GE
17.10.18 16:08
799
„მთავარია კანონის დაცვა, სატენდერო პროცედურების დარღვევით, ჩვენ ვერ გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ვერავის, იმის მიუხედავად ბიუჯეტი გვაქვს თუ არა შესასრულებელი“ - ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 2018 წლის ბიუჯეტის ათვისების შესახებ დასმულ შეკითხვას.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტით, სწორედ რომ მეოთხე კვარტალშია გათვალისწინებული რიკოთის გზის პროექტები და აბსოლუტურად არასწორია ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე საუბარი ამ პროექტთან მიმართებაში. რიკოთის სამ მონაკვეთზე, ტენდერები უკვე გაიხსნა, ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი პროცედრების დაცვით და ხდება დონორებთან გამარჯვებულად გამოვლენილი კონტრაქტორების შეთანხმება.

„ამ პროცედურების გავლის შემდეგ გაირკვევა რამდენად შედგება სამივე კონტრაქტი. ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდეა გათვალისწინებული ამ ეტაპის დასრულება, თუმცა როგორც გითხარით, ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ვმუშაობთ დონორებთან და კონტრაქტორებთან ერთად“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები