ProdAct Community-ს ორგანიზებით კონფერენცია - ProdAct Conference 2024 - Tomorrow Of Digital Products 8 სექტემბერს, რედისონში ჩატარდება. კონფერენცია ფოკუსირებული იქნება ციფრული პროდუქტებისა და მათი მენეჯმენტის როგორც ახლო, ასევე შორეული მომავლის ტენდენციებზე. კონფერენცია მთელი დღეს გასტანს და ამ დროის განმავლობაში450-მდე ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს 30-მდე როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სპიკერის გამოსვლას. შემადგენლობა მოიცავს ინდუსტრიის ცნობილ ლიდერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ციფრულ ტრანსფორმაციაში.
სტუმარი: გიორგი ლომიძე - ProdAct-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი