მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროდრომოს კალაიტზისი: ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერების ერთიანი პოზიცია გახდეს ანგარიშგასაწევი

59313f099e68e
BM.GE
02.06.17 14:32
1027
ინტერვიუ ევროპის სოფლის მეურნეობის ასოციაციების და კოოპერატივების გაერთიანებაCopa-Cogeca-ს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კონსულტანტთან პროდრომოს კალაიტზისთან

როგორია ფერმერთა სათათბიროების არსებობის ევროპული გამოცდილება იმ ქვეყნებში სადაც მსგავსი სათათბირო არსებობს?

ფერმერთა სათათბიროს მსგავსი სტრუქტურა არსებობს ევროკავშირის ბევრ, კონკრეტულად კი 15 ქვეყანაში. მათი უმეტესობა წარმოადგენს რეგიონულ კომიტეტებს, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს, კონკრეტული რეგიონებიდან, წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნულ დონეზე. ასეთი სათათბირო ორგანოების შემთხვევაში შექმნილია სპეციალური კომიტეტები, რომელიც ფოკუსირებულია ერთ კონკრეტულ მიმართულებასა თუ სექტორზე და რომლის საქმიანობაშიც აქტიურად არიან ჩართული ამ კომიტეტის წევრი ფერმერები.

ამას გარდა, შექმნილია ცალკე კომიტეტები კონკრეტული დარგის განსავითარებლად. მაგალითად: რძისა და რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის, ღვინისა და თაფლის წარმოების კომიტეტი.

ლატვიაში ფუნქციონირებს ფერმერთა კონგრესი, რომელიც აერთიანებს ფერმერებს მთელი ლატვიის მასშტაბით. ისინი არიან ეროვნული თუ დარგობრივი კომიტეტების წევრები და საქმიანობენ მათი კომპეტენციისა და გამოცდილების მიხედვით.

როგორ ფიქრობთ შეუძლიათ თუ არა ფერმერებს წვლილი შეიტანონ კანონმდებლობის დახვეწის პროცესებში?

ვფიქრობ, ქართველ ფერმერებს აქვთ ყველა საჭირო გამოცდილება და ცოდნა, რათა მონაწილეობა მიიღონ ფორმალურ კონსულტაციებში როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო დონეზე. ჩართულნი იყვნენ იმ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში, რომელიც უშუალოდ ეხება მათ საქმიანობას.

ფერმერებმა აქტიურად უნდა გამოხატონ საკუთარი საჭიროებები, განსაზღვრონ საკუთარი პრიორიტეტები, რომლის გათვალისწინებაც საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისა და შემდგომი იმპლემენტაციისთვის.

რა სიკეთეების მიღება შეუძლიათ ფერმერებს მსგავსი სათათბიროს შექმნის შედეგად?

ფერმერებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში როგორიცაა: დაფინანსება, ინვესტიციები, საგადასახადო სისტემა, ინსპექტირება, რომელიც გავლენას მოახდენს მათ საქმიანობაზე. საუბარია ისეთ ფორმალურ კონსულტაციებზე, რომელიც უნდა გაიმართოს, როგორც სამთავრობო, ისე არასამათავრობო სექტორთან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ფერმერთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების კუთხით. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერების ერთიანი პოზიცია გახდეს ანგარიშგასაწევი.

რა არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის გადადგმის შედეგადაც ფერმერთა სათათბირო შეძლებს ჩამოყალიბდეს როგორც ანგარიშგასაწევი ძალა გადაწყვეტილები მიღების პროცესში?

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ფერმერთა სათათბიროს წარმატებული ფუნქციონირებისთვის, არის ფერმერთა ინტენსიური და აქტიური ჩართულობა და მათ ხელში არსებული მართვის ყველა ინსტრუმენტის გამოყენება.
ფერმერთა ასეთი ჩართულობა შეიძლება წახალისებული იყოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომლებიც გახდებიან ფერმერთა სოციალური პარტნიორები და ხელს შეუწყობენ ფერმერთა ჩართულობას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დიალოგის პროცესში.
მნიშვნელოვანია, რომ სათათბიროს საქმიანობაში ჩართული იყვნენ წარმომადგენლები ყველა რეგიონიდან, მუნიციპალიტეტიდან და ყველა სექტორიდან.

რაც უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება ამ საერთო ძალისხმევაში, მით უფრო ეფექტური იქნება ფერმერთა საბჭო და უფრო მეტი იქნება მათი გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები