ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, სხვადასხვა პროდუქციაზე ამერიკას საიმპორტო ტარიფები კანადამ, მექსიკამ და ევროკავშირმა გაუზარდეს.
CNBC ინფორმაციით, მექსიკამ აშშ–ს გაუზარდა ტარიფები ისეთ საიმპორტო პროდუქციაზე, როგორებიცაა ყველი, ღორის ხორცი, მოცვი, ვისკი და ვაშლი.
რაც შეეხება ევროკავშირს, ის აშშ-ს სამი მილიონი დოლარის ღირებულების საქონელზე მეტს გაუძვირებს და ესენი იქნება ბურბონი, იახტები და მოტოციკლები.
კანადა კი 1 ივლისიდან გეგმავს აშშ–ს გაუზარდოს ტარიფები ისეთ პროდუქტებზე, როგრიცაა იოგურტი, ყავა და საძილე ტომრები. პროდუქცია დაახლოებით 12,5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებს 1 ივნისიდან, ფოლადზე 25%-იანი, ალუმინზე კი 10%-იანი ტარიფი დაუწესდებათ.

























