მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში მხოლოდ სამი ქონება გასხვისდა

58859a4c06f63
BM.GE
23.01.17 09:50
2225
პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში 4 თვის განმავლობაში მხოლოდ სამი ქონება გასხვისდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გასხვიხდა შემდეგი ტერიტორიები: ქალაქ თბილისში გორგასლის შესახვევში N5-ში მდებარე შენობა (ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომი), რომელიც აუქციონზე 5 037 000 ლარად გაიყიდა, მასზე 120 ნომრიანი სასტუმროს აშენების პირობით, სადაც 10 000 000-ზე მეტი რაოდენობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც აუქციონზე 5 750 001 ლარად გაიყიდა, 30 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის პირობით, სადაც განხორციელდება 5 300 000 ლარის ინვესტიცია და დასაქმდება 30 ადამიანი.

სოფელ უწერაში მდებარე 1691 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აუქციონზე გაიყიდა 51 500 ლარად. 12 ნომრიანი სასტუმროს აშენების პირობით, სადაც ჩადებული იქნება 450 000 ლარის ინვესტიცია.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება,რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლებს მოეწყოს სასტუმრო კომპლექსი უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები