მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროექტები, რომელსაც მგფ ტურისტული სეზონის გახანგრძლივებისთვის ახორციელებს

5c8dfed3f38e5
მარიამ ადამია
17.03.19 19:30
1458
მუნიციპალური განვითარების ფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს.

როგორც „საქმიან დილაში“ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს აღმოსავლეთის მხრიდან დაიწყება და დასავლეთის მიმართულებით გაგრძელდება.

„კახეთში განახლება ველისციხის ცენტრალური მოედნიდან დაიწყება და ის განსხვავებულ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდება. ყურადღების ცენტრში ველისციხის მთავარი ქუჩა და მიმდებარე არეალში განთავსებული 50-52 სახლი ექცევა. განახლება იქნება კომპლექსური ანუ გულისხმობს არა მხოლოდ მოაჯირების შეღებვას და ფასადების გალესვას, არამედ ის მოიცავს საინჟინრო კომუნიკაციებსაც. ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკებიც. საპროექტო სამუშაოები კი, ჯამში 6 თვე გასტანს და შემდეგ უკვე გვეცოდინება ზუსტი ბიუჯეტიც და ვადებიც. დაახლოებით, კი, შემიძლია გითხრათ, რომ საუბარია ათეულ მილიონ ლარზე. გვსურს, პროექტი 2020 წლისთვის დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისი თქმით, შემდეგი ობიექტები იქნება სტეფანწმინდა, კობი, თრუსოს ხეობა, დუშეთი და ყველა იმ დიდი კომპლექსისა და ტურისტული კლასტერის შემადგენელი ნაწილი, რამაც სეზონურობის გახანგრძლივება უნდა უზრუნველყოს.

“ინფრასტრუქტურული განვითარება შეეხება გორსაც და მის ცენტრალურ ქუჩას. მოწესრიგდება და გალამაზდება ასევე სკვერებიც. ჩვენ გვაქვს უკვე იდენტიფიცირებული ყველა ობიექტი, შესაბამისად, მზადაა ტექნიკური დავალებებიც და მალე სატენდეროდაც გამოვიტანთ” - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები