მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროექტები, რომლებიც ცეზარ ჩოჩელმა არასტაბილურობის გამო შეაჩერა

5d18754892eaa
სალომე მეცხვარიშვილი
30.06.19 12:33
3045
ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა გადაცემაში “Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად”’ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფინანსური არასტაბილურობისა და ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების დაგვიანების გამო შეფერხებულია.

“ყველაზე მეტად რაც გვაფერხებს, ეს არის გადაწყვეტილებების მიუღებლობა სახელმწიიფოს მხრიდან, რომლის გამოც მოგვიწია რამდენიმე პროექტის შეჩერება გარკვეული ვადით, მეორე არის არასტაბილური ფინანსური გარემო.

ვაპირებდით ე.წ. ხელოსნების უბნის განვითარებას, სწორედ ტურისტულ სეგმენტში. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავიწყებთ პროექტს და აჭარაში განვახორციელებთ უალკოჰოლო სასმელების წარმოებას, ეს იქნება დამოუკიდებლად “ზედაზენისგან”, უბრალოდ ჩვენი ჯგუფი ღებულობს აქტიურ მონაწილეობას ამაში. ძალაშია კლინკერის პროექტის განხოირციელებაც, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს ეს საკითხიც. ადრე გვქონდა დაანონსებული ეთერზეთების პროექტი და ამაზეც ვმუშაობთ. ამ პროეტებისთვის საჭიროა, უფრო მეტი ფინანსური სტაბილურობა”,- აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები