მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტი "16 ქალი ცვლილებებისთვის" დაიწყო

5afae1c5cf025
ნინი ლონგურაშვილი
15.05.18 17:31
746
აშშ-ის საელჩომ, მულტიმედია განათლების ცენტრთან ერთად გამოაცხადა ერთწლიანი პროექტი სახელწოდებით“16 ქალი ცვლილებისთვის“. პროექტის ფარგლებში, 16 ქალი კინორეჟისორისთვის ჩატარდება ტრენინგი ვიზუალური გადმოცემისა და სოციალური აქტივობისთვაის საჭირო უნარების ხელშესაწყობად.

ქალი რეჟისორები გადაიღებენ და დაამონტაჟებენ მოკლე დოკუმენტურ ფილმებს იმ ქალზე ან ქალებზე, რომლებიც მათივე თემში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

ფილმები შეიქმნება შემდეგ თემებზე: მეწარმეობა, ქალთა გაძლიერება, ქალების როლი მამაკეცებით დომინირებულ სფეროებში, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მრავალფეროვნება.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ და ხორციელდება მულტიმედია განათლების ცენტრის მიერ Sakdoc ფილმთან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები