მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტი არის არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს სასარგებლოდ- ნოღაიდელის გეგმები

5f5dee8322f54
სალომე მეცხვარიშვილი
13.09.20 14:02
1354
ელექტროენერგეტიკული ბაქო-ჯეიჰანის პროექტი იმიტომ კი არ კეთდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, იმიტომ კეთდება, რომ საქართველოსთვის არის სასარგებლო. ძალიან დიდი განსხვავებაა,- კომპანია “ელ გრინის” პროექტის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გადაცემა “ფორბს კვირაში” ისაუბრა.

ნოღაიდელი დღეს სწორედ ამ პროექტს უდგას სათავეში, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტს საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ უწოდებს ნოღაიდელი მას “ელექტროენერგეტიკული ბაქო-ჯეიჰანის პროექტს”.

“ვმუშაობთ, რომ საქართველოს ელექტროენერგიის მიღება ერთდროულად შეეძლოს აზერბაიჯანიდანაც და რუსეთიდანაც, დღეს ამის გაკეთება არ შეუძლია.

ამის მიღწევას ბევრი ტექნიკური და პრინციპული გადაწყვეტილება სჭირდება - უფრო მეტი რუსეთში, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში.

საქართველოს შეეძლება ელექტროენერგიის მიღება ერთდროულად აზერბაიჯანისა და რუსეთისგან და თურქეთისთვის მიწოდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთადერთი ბუნებრივი ადგილი, სადაც ელექტროენერგიის გაცვლა ეფექტურად შეიძლება მოხდეს, და სადაც ამოქმედდება არამხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულება, არამედ ჯეიჰანი-თბილისი-ბაქო, უკან...ეს მოგვცემს ეკონომიკური ზრდის, ელექტროენერგეტიკის სისტემის უფრო ეფექტურად ფუნქციონირების საშუალებას…”,- აცხადებს ნოღაიდელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები