"ტრენერთა ასოციაცია", რომელიც ტრენერთა ყველაზე დიდი გაერთიანებაა საქართველოში, იწყებს ტრენინგ კურსების სერიას გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში.
პროგრამის მთავარ მიზანს გაყიდვებით დაინტერესებული ახალგაზრდების გადამზადება წარმოადგენს, რომ მათ ამ მიმართულებით დასაქმება და განვითარება შეძლონ. პროგრამა სრულად დაფინანსებულია მონაწილეებისთვის.
პროგრამის დეტალებზე “ტრენერთა ასოციაცია” მნიშვნელოვან კითხვებს პასუხობს:
- ვისთვის არის პროექტი?
პროექტი შეიქმნა 20-დან 26 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ვისაც იზიდავს გამოწვევები, სურს პროფესიული განვითარება, საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გამოცდა გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში.
რაც მთავარია, პროგრამა ხელს უწყობს მონაწილეების დასაქმებას საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე, წამყვან კომპანიებში.
- როგორ შეირჩევიან მონაწილეები და რამდენია სწავლის ღირებულება?
საწყის ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მხოლოდ 12 ადამიანს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში. შესაბამისად, კონკურენცია მაღალია.
ტრენინგები სრულად დაფინანსებულია.
მთავარი პირობაა: მოტივაცია, განვითარების სიყვარული და დასაქმებისთვის მზაობა.
- რამდენ ხნიანია პროგრამა?
სწავლის პერიოდი მოიცავს 5 სატრენინგო შეხვედრას, მენტორინგს - კარიერულ კონსულტაციას.
ტრენინგები ჩატარდება კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და შაბათს (ადგილი და დრო დაზუსტდება მოგვიანებით)
- ვინ იქნებიან “გაყიდვების აკადემიის” ძირითადი ტრენერები?
ტრენინგებსა და მონაწილეთა მხარდაჭერაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი იქნება “ტრენერთა ასოციაციის” პრეზიდენტი - თამარ კანაშვილი. მისი გამოცდილება მოიცავს 1000-ზე მეტ ჩატარებულ ტრენინგს, 100-ზე მეტ კომპანიასთან ჩატარებულ საკონსულტაციო და სატრენინგო სამუშაოებს. თავის მხრივ, “ტრენერთა ასოციაცია” აერთიანებს 500-ზე მეტ ტრენერს და ჰყავს 92 პარტნიორი ორგანიზაცია.
- რატომ გაყიდვების აკადემია?
აკადემიისა და პროგრამის მთავარი უპირატესობაა ხარისხიანი ტრენინგები, საინტერესო და პერსპექტიული კონტაქტები, განვითარების მასშტაბური ასპარეზი, დასაქმება წამყვან კომპანიებში, დაუვიწყარი და პროდუქტიული გამოცდილება.
- როდის არის რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა?
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 3 ნოემბრის ჩათვლით, 23:59 საათამდეა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, სადაც რეკომენდებულია ჩანდეს Linkedin-ის პროფილიც
ელ.ფოსტაზე: [email protected]
დამატებითი ინფორმაცია იხ. აქ
გისურვებთ წარმატებებს!

























