პროექტის "ღიმილი დაგიბრუნდება" პრომოუშენი, ტურიზმის ადმინისტრაციას 170 ათასი ლარი დაუჯდება. უწყაბამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, კომპანია ,,ბათერფლაისთან“ მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც შპს ,,ბათერ ფლაი“ პროექტის სარეკლამო კამპანიას გაუწევს ორგანიზებას. მომსახურება მოიცავს პროექტის ლოგოს შექმნას, ვებ-გვერდის მართვას, საინფორმაციო-სარეკლამო რგოლების დამზადებას, სტიკერების დამზადებას, ,,ღიმილის კედლის“ მოწყობას ერთ-ერთ ტურისტულ უბანში, სადაც მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ფოტოები განთავსდება დ სხვა ფეისბუქ-აქტივობებს.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი "ღიმილი გიბრუნდება" საქართველოს ტურისტულ და მომსახურების სექტორში დასაქმებულთა პროფესიული კულტურის ამაღლებას ისახავს მიზნად. საუბარია რესტორნებში, სასტუმროებში და სხვა დაწესებულებებში დასაქმებულთა კლიენტების მიმართ კეთილგანწყობის ამაღლებაზე.
პროექტისთვის თავდაპირველად 100 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
რაც შეეხება მომსახურე კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე დაიდო, ის 2010 წელსაა დაფუძნებული და მისი 100% -იანი წილის მფლობელი დავით ჯაშია.

























