ფართის მფლობელი უშანგი ყურაშვილია, რომელმაც პროექტზე მშენებლობის ნებართვა 2014 წელს მიიღო. დღეს მერიაში აცხადებენ, რომ თავის დროზე სამშენებლო ნებართვაც არასწორად გაიცა.
პროექტის არქიტექტორი ლაშა ჟორჟოლიანი bm.ge-სთან ადასტურებს, რომ მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობდა და მისი კორექტირება მერიამ აღარ მოახდინა.
მისივე თქმით, ფართის მფლობელმა თავად შესთავაზა მერიას მისი კუთვნილი ტერიტორიის (200 კვ.მ.) გარდა 4 ათასი კვადრატული მეტრის გამწვანება და ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაზეც მერია თავიდან დათანხმდა, შემდეგ კი ეს პროექტიც შეაჩერა. არქიტექტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილება კონკრეტულ ჯგუფებთან არის დაკავშირებული.
„ეს ადამიანები იბრალებენ, რომ არიან დიდი დიღმის წარმომადგენლები და საუბრობენ დიდი დიღმის მოსახლეობის სახელით. მათ მოსახლეობა და მერია შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს აღნიშნული მშნებელობა აზიანებს ანბანის სკვერს და თითქოს ანგრევს მას.
არადა პირიქით, მშენებლობა მიზნად ისახავს 4 ათასი კვადრატული მეტრის კეთილმოწყობას. მღრღნელებით და ანტისანიტარიით იყო ეს ტერიტორია სავსე და ასეთი ტერიტორიის მოწყობის წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს მერია ან მოსახლეობა? მით უმეტეს, რომ ეს ადამიანი თავისი თანხებით აკეთებს ამას“,- აცხადებს ლაშა ჟორჟოლიანი.




























