,,პროექტი, რომლითაც ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერის რეაბილიტაცია იყო განხორციელებული არაფრად ვარგა”, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ბიუროს გაეგზავნა, დასკვნის საფუძველზე კი აღმოჩნდა, რომ დამატებითი კვლევები და საპროექტო სამუშაოებია ჩასატარებელი.
,,საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის დროს, უპირველესი და უმთავრესი ჩვენთვის არის უსაფრთხოება. უსაფრთხოება უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებული, აქედან გამომდინარე, ის პროექტები, რომლითაც იყო განხორციელებული ვარკეთილის მეტროს ჭერის რეაბილიტაციის სამუშაოები, შემიძალია დადასტურებულად გითხრათ, რომ არაფრად ვარგა და ყველა საპროექტო სამუშაო თავიდან არის ჩასატარებელი“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მეტროსადგურის სარეაბილიტაციო პროექტი მზად წლის ბოლოს მზად იქნება და სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ ,,ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.