მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტი USAID YES-Georgia და მისი ბენეფიციარები

პირველ დეკემბერს Radisson Red-ში USAID YES-Georgia ბენეფიციარი მეწარმეების სადღესასწაულო ბაზრობა იხსნება, რომელშიც 100 ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე ნამუშევარს წარადგენს და წინასადღესასწაულო განწყობისათვის სტუმრებს არაჩვეულებრივ გარემოში ეპატიჟებიან. ახალგაზრდა ანტერპრენერების პროდუქტის შეძენით სტუმრები ერთი მხრივ მეწარმე ქალებს შეუწყობენ ხელს და ამავე დროს უნიკალური ნივთების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.

აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი გამოფენა ერთი მხრივ და თავისთავად საინტერესო ღონისძიებაა და ამავე დროს მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ პირველ დეკემბერს ამ გამოფენით იხურება 2015 წელს დაწყებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამერიკის გადასახადების გადამხდელების ფულით და დახმარებით მილიონ 540 ათასი დოლარის საერთო მოცულობის ბიუჯეტით პროექტები განხორციელდა.

სტუმრები: ჯოზეფ ლარსენი - USAID-საქართველოს კომუნიკაციების ოფისის ხელმძღვანელი;

გულია აჯალოვა - სასწავლო ცენტრი "ლინგუას" დამფუძნებელი;

ფატი კახნიაშვილი - ZILFI Handmade-ის დამფუძნებელი.

საუბარს სინქრონულად თარგმნის NG Georgia

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები