მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტის - „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპი გრძელდება, რისი საშუალებითაც ბიზნესის გაციფრულებას 70 კომპანია შეძლებს

6425adb1b343a
BM.GE
30.03.23 19:46
498
სტატიაში საუბარია:
სავაჭრო პალატა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით პროექტს - „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს.

ინიციატივის ფარგლებში დამატებით კიდევ 70 კომპანია შეძლებს ბიზნესის გაციფრულებას. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარება.

შესაბამისი მემორანდუმი სავაჭრო პალატასა და ‘’საქართველოს ბანკს’’ შორის დღეს გაფორმდა.

"პროექტის ,,უფასო ბევგვერდი ბიზნესს“ განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნებიდან გამომდინარე დავიწყეთ,რომ მიეღოთ მათ ბიზნესის გაციფრულების პროცესში მხარდაჭერა. უკვე მეორე წელია პროექტი წარმატებით ხორციელდება, მოთხოვნა უფრო გაიზარდა და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ამ პროცესში პარტნიორობა და მოხარული ვართ, რო საქართველოს ბანკი არის პროექტის პარტნიორი და ხელსაყრელ პირობებს უქმნის ბიზნესს პირველ ეტაპზე,რომ მათთვის მაქსიმალურად მარტივი იყოს გადასვლა ციფრულ არხებზე“-განაცხადა სავაჭრო პალატის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვეკუამ.

პროექტის ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ- ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით.

პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით საკუთარი პროდუქტის გაყიდვა სურს. ინფორმაციისთვის, პროექტი „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“ კომპანია „ინტეგრალის“ ჩართულობით ხორციელდება, რომელიც მეწარმეებს მათ ინტერესებზე და ბიზნესზე მორგებული ვებგვერდის შექმნაში ეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები