მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროექტის " სოფლის მეურნეობის დარგში საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა" პრეზენტაცია გაიმართება

59e7382214374
BM.GE
17.10.17 09:00
860
ხვალ, 18 ოქტომბერს, 11:30-ზე, “ლოლიტაში” (მის : ჭოველიძის ქ.#7), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), პარტნიორ ორგანიზაციებთან (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და ასოციაცია „ათინათი“ (ATINATI) ) ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა” პრეზენტაციას გამართავს.

პროექტის მიზანია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) გაძლიერება სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში, რათა მათ შემდგომში გაუწიონ ეფექტური დახმარება მათ წევრ მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) ისეთ საკითხებში როგორიცაა: ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება, ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობა და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პროექტი ასევე ითვალისწინებს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) თემატიკასთან დაკავშირებით BSO-ების საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგში ჩართვას და მათი როლის გაზრდას დარგის სტრატეგიისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.

ღონისძიებაზე მოხდება პროექტის პრეზენტაცია და დაგეგმილი საჭიროებათა კვლევის ანგარიშის წარდგენა. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ კერესელიძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები