მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტის „ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორებში“ შედეგები შეაჯამეს

გუშინ შედგა პროექტის „ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორებში“ შედეგების დასკვნითი ღონისძიება, თემით – „დაბეჭდე შენი მომავალი“. პროექტის მხარდამჭერი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და განხორციელდა TBSC Consulting-ის ჩართულობითა და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან“ პარტნიორობით. ინიციატივა მიზნად ისახავდა პროფესიულ განათლებასა და ინდუსტრიის საჭიროებებს შორის კავშირების გაძლიერებას, სექტორისთვის საჭირო უნარების განვითარებას, პროფესიული სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე თავად კომპანიაში თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს გაძლიერებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები