2020 წლის 27 აგვისტოდან, მიმდინარე წლის 22 ოქტომბრამდე მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით, 3129 ადამიანი დარეგისტრირდა "იმუშავე საქართველოდან" პროექტის მონაწილედ და გამოხატა ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი. აქედან 58% ფრილანსერია. 29% -სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 13% ანტრეპრენერია.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 90-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას. ტოპ ქვეყნებს შორისაა აშშ, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა. მიღებული აპლიკაციებიდან: დადასტურებულია 2291 - რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია, დაუარებულია 501 რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია.
2000-ლარიანი ხელფასის ამონაწერი, 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი და PCR ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით - ეს იმ მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოდან მუშაობის მსურველ უცხოელებს უწევთ. როგორია პროექტის “იმუშავე საქართველოდან” შედეგები, ასევე ე.წ. “მწვანე ბარათის” სისტემის დანერგვის მოლოდინები და შეფასებები?