პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
გადაწყვეტილება მომიტინგეებმა მას შემდეგ მიიღეს, როცა პარლამენტთან გზის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
მედიის ინფორმაციით, დღეს აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.




























