პროევროპული აქციები უწყვეტად იგეგმება დედაქალაქში, რეგიონებსა და ემიგრანტების ორგანიზებით, საზღვარგარეთ. აქციის მონაწილეები 24-ე დღეს ხელისუფლებას კვლავ სთხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
21 დეკემბრის პროტესტების განრიგი:
თბილისი:
14:00-21:00 საათი, მეწარმეების სოლიდარობის ღონისძიება - დედაენის ბარი
14:00 საათი, კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში თბილისის საქალაქო სასამართლომდე - კახა ბენდუქიძის კამპუსი
15:00 საათი, ქუთაისელების მარში გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტამდე - გაბრიაძის თეატრი
15:00 საათი, მასწავლებელთა მარში - ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი
16:00 საათი, სვანები თავისუფლებისთვის! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! - ფილარმონია (მუზა)
16:00 საათი, იოგას მოყვარულთა და პროფესიონალთა სოლიდარობის მარში - დინამოს სტადიონი
17:00 საათი, აჭარლების მარში - ზღვა ხალხი - ევროპის მოედანი
17:00 საათი, გაფიცული სტუდენტებისა და ლექტორების მარში - ფილარმონია
18:00 საათი, რაჭველების მარში სწრაფი სვლით ევროპისკენ! - ვაკის პარკი
18:00 საათი, ქართლელების მარში პარლამენტისკენ - მზიურის პარკი
18:00 საათი, არაგველების მარში! - ბუკიას ბაღი
18:00 საათი, ერთად გავაფერადოთ ევროპული მომავალი! ტატუ არტისტების და ტატუ მოყვარულების მარში. - ფილარმონია
19:00 საათი, ქართველი გეიმერები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! - რუსთაველის მეტრო
19:00 საათი, მოცეკვავეების მარში "ხორუმი" - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ
19:00 საათი, მეგრელების მარში - სამარგალო თეშით ევროპა რე! - თსუ
19:00 საათი, იმერლების ევროპული მარში - ფილარმონია
ქუთაისი :
10:00 საათი, ქუთაისის მარში! მანქანების კოლონა დაიძვრება ევროპული ქუთაისიდან თბილისისკენ - ცენტრალური მოედანი
19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს! უწყვეტი პროტესტი ქუთაისში - მერიის წინ
ბათუმი:
19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის მე-24 დღე - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
19:00 საათი, ტურიზმის განგაში - მარში საქართველოს ევროპული მომავლისთვის! - ბულვარის კოლონადები
ვენა :
17:00 საათი, გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან! - Christian-Broda Platzt