პროფაილერი მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების მწარმოებელი კომპანიის, BAYER-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სისტემური ფუნგიციდია, რომელიც ვაზის ჭრაქისგან დასაცავად გამოიყენება. ის ძლიერი პროფილაქტიკური და ტრანსლამინარული მოქმედებით გამოირჩევა, რაც განაპირობებს პრეპარატის სამკურნალო და ანტისპორულანტურ ეფექტს. პროფაილერს გააჩნია უნიკალური, ახალი მოქმედების რეჟიმი, რაც ფუნგიციდის ძლიერ და სწრაფ მოქმედებას განაპირობებს. ის, ასევე, ხელს უწყობს მცენარის დამცველობითი ფუნქციის გამომუშავებას.
პროფაილერი კომბინირებული პრეპარატია და შედგება ფლუოპიკოლიდისა და ალუმინის ფოსეთილისგან. ამ ორ ნივთიერებას მოქმედების განსხვავებული მექანიზმი აქვს, რისი მეშვეობითაც მინიმუმამდე არის დაყვანილი პათოგენთა რეზისტენტობა ფუნგიციდის მიმართ. ამასთანავე, ის არის უსაფრთხო სამიზნე კულტურებისთვის, არ აყენებს ზიანს გარემოსა და სასარგებლო მიკროორგანიზმებს.
როგორ გამოვიყენოთ პროფაილერი?
იმისათვის, რომ ფუნგიციდმა მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ, აუცილებელია, დაიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ პროფაილერით ვაზის შეწამვლა ერთ სეზონზე მხოლოდ ორჯერ არის რეკომენდებული. მხედველობაში მიიღეთ ისიც, რომ მისი გამოყენება არ არის სასურველი აზოტის შემცველ ფოთლოვან სასუქებთან, ზეთოვან სუსპენზიებთან, ასევე, სპილენძისა და გოგირდის შემცველ პრეპარატებთან ერთად. გარდა ამისა, სასურველია, მის მოხმარებამდე შეფასდეს ვაზის მდგომარეობა, გარემო პირობები და მცენარის საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები. ამაში კი „აგროსფეროს“ კონსულტანტები დაგეხმარებიან. მათთან დასაკავშირებლად იხილეთ კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია ან ეწვიეთ მის მაღაზიათა ქსელს. პროდუქტზე უფრო მეტის გაგებას ან/და მის შეძენას კი „აგროსფეროს“ ონლაინ პლატფორმაზე შეძლებთ.