28 წლის წინ, ბნელ საქართველოში დაბადებული კომპანია, რომელსაც იცნობთ ყველა, უკლებლივ მთელი საქართველო და არამხოლოდ ვიცნობთ, მგონი სახლი და კარი არ დარჩა, მათი პროდუქცია არ იყოს 1 ოჯახში მაინც. საუბარია დიო-ზე… ანუ, დაუშვილების ოჯახის ბიზნესზე, რომელიც სათავეს 1996 წლიდან იღებს და დღემდე კი ვხედავთ, რამდენად წარმატებულად მოვიდა და აგრძელებს მუდმივ განვითარებას. დღეს კი გიყვებით დიოს ერთ-ერთ თანადამფუძნებელზე, დაუშვილების შუათანა დაზე - თამარ დაუშვილზე, რომელმაც დიოს ფინანსური განყოფილება ჯერ კიდევ მაშინ ჩაიბარა, როცა ის 26 წლის გახლდათ და დღემდე ამ პოზიციის ერთგულად დარჩა.
თამუნა დაუშვილი - დიო-ს თანადამფუძნებელი, ფინანსური დირექტორი;