საქართველოში რამდენიმე გლობალური ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: საქართველოში არსებული რბილი საკანონმდებლო ჩარჩო და ხელისუფლების მიერ დაწესებული FDI-გრანტი, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ქართველი და საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული უცხოელი დეველოპერების მაღალი კვალიფიკაცია.
ერთ-ერთი IT-კომპანია, რომელიც საქართველოში მთავრობის მიერ დადგენილი “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსით ისარგებლა და ქვეყანაში 2020 წლის ოქტომბერში რეგიონული ოფისი გახსნა - ამერიკული EPAM Systems-ია, რომლის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. 2022 წლის მონაცემებით, კომპანიას საქართველოში 5 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
სტუმარი: გივი სართანია - EPAM Georgia-ს გენერალური დირექტორი;
#ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად