მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პროფესიულ გადამზადებაში საკმაო შედეგებია მიღწეული"

5cdc1bb08ca92
BM.GE
15.05.19 17:52
780

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ კვალიფიცირებული მუშახელის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შედეგის მისაღწევად, მისი მინისტრობის პერიოდში პროფესიული გადამზადების მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.

„პროფესიულ გადამზადებაში საკმაო შედეგებია მიღწეული, ტურიზმში დავიწყეთ არსებული სასწავლებლების ბაზაზე მთელი რიგი ტრეინინგები. გაფორმდა მემორანდუმი ერთ-ერთ მოწინავე კომპანიასთან ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის შექმნაზე.

საინფომრაციო ტექნოლოგიებში უკვე დაწყებულია პროგრამა 4 000 კაცის გადამზადების. ავეჯში და დურგლებში გაფორმდა „სპექტრთან“ 100 დულგალზე გათვლილი ინფრასტრუქტურის პროგრამის შექმნა.

ასევე აჭარის ტექსტილში გაფორმდა 3 000 ადამიანზე გათვლილი ცენტრის გასახსნელად მემორანდუმი. გერმანულ კომპანიასთან გაფორმდა თანამშრომლობა საერთაშორისო მომსახურების ცენტრის სპეციალისტების გადამზადების პროგრამა 2000 ადამიანამდე წელიწადში, მშენებლობაზე და ა.შ.

აქ არის ძალიან დიდი პროგრესი, ახლა მთავარია რომ ამას ყურადღება მივაქციოთ, რომ ეს საკითხი არ ჩავარდეს და არ დაიკარგოს. ამ საკითხის გარეშე ჩვენ ვერსად ვერ წავალთ“ - მიიჩნევს ქობულია.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები