მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

5cab5474883a9
თათია ჩაფიჩაძე
09.04.19 00:21
826
პროფესიულ კოლეჯებში რეგისტრაცია დაიწყო.

2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე სწავლის მსურველებს რეგისტრაცია 19 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

როგორც განათლების, მეცნიერების, კლუტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურს ცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში, ასევე ონლაინ, ვებგვერდზე - www.vet.emis.ge  .
 
აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ, ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი, მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საგაზაფხულო მიღებაზე 3 ათასამდე თავისუფალი ადგილია, ხოლო საშემოდგომო მიღებისთვის ადგილების რაოდენობა დაახლოებით, 8 ათასამდე გაიზრდება. რაც შეეხება დაფინასებას, პროფესიული პროგრამების ვაუჩერული დაფინანსებისთვის, რაც უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციულ ხარჯებსაც მოიცავს, 16 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები