პროექტი - "პარტნიორობა პროფესიების განვითარებისთვის" ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი გულისხმობს ერთის მხრივ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შპს „კიკალა სტუდიოს“, როგორც კოლეჯის პარტნიორების ძალისხმევით ოთხი ახალი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებას და რეალიზაციას. დღეს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ დეტალურად მიღების პროცესზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა მსმენელთა მიღებას პროფესიული მომზადების შემდეგ მოკლევადიან პროგრამებზე გამოაცხადა.
სტუმარი: ზურაბ ოშხნელი - თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;