პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. პროფესიული განათლების მსურველებს სასურველი პროგრამების ასარჩევად ვადა 22 სექტემბრამდე აქვთ. დუალურ, ანუ პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებასთან ერთად წელს გაფართოვდა ინტეგრირებული პროგრამები, რომლის გავლისას მსურველი არამარტო პროფესიულ განათლებას იღებს, არამედ საშუალო განათლების პროფესიული სასკოლო ატესტატის მფლობელიც ხდება და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აქვს. რამდენად არის მოთხოვნა პროფესიულ განათლებაზე და როგორ ხორციელდება განათლების სამინისტროს დაანონსებული კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელი?
სტუმარი: მათე ტაკიძე - პროფესიული კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორი;