მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროფესიული განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევა

5ab0b51e2beff
მეგი კავთუაშვილი
20.03.18 11:14
740
პროფესიული განათლების შესახებ კანონს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გაიტანენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების პაკეტი მზად არის განსახილველად. მთავრობა ცვლილებებს, სავარაუდოდ, ორი კვირის ვადაში განიხილავს და პარლამენტს გადაუგზავნის. შენიშვნების არ ქონის შემთხვევაში კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პროფესიული განათლების ფარგლებში სრული ზოგადი განათლების მიღებაც იქნება შესაძლებელი. რითიც, ე.წ. „ჩიხი“ აღმოიფხვრება. კანონპროექტის თანახმად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცემათ განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები იმ პირებისთვის, რომლებმაც სკოლა ცხრა კლასის დასრულების შემდგომ მიატოვეს, მაგრამ სურვილი აქვთ, რომ პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ზოგადი განათლებაც მიიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები