მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული კოლეჯის - "სპექტრის" დირექტორის რჩევები მთავრობას და ბიზნესს

BM.GE
03.02.23 15:37
343
პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის აზრით, პროფესიული პროგრამების დაფინანსების მიდგომა გადასახედია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ უფასო უნდა იყოს იმ პროფესიულ პროგრამებზე სწავლა, რომლებზეც დამსაქმებლების მხრიდან არის მოთხოვნა. „მთავარია, ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება“, - აღნიშნა მან.

საქმე ის არის, რომ სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. სახელმწიფო დაფინანსება, ასევე, ვრცელდება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული დარგების შესაბამისად.

მათე ტაკიძე - პროფესიული კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები