მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა და მისი რეალურად განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ პროცესშივე ხვდები, რომ ეს ამად ღირს“ – გაიცანი Upgaming-ის თანადამფუძნებელი მიხეილ მერებაშვილი

მიხეილ
13.12.23 13:26
1694

მიხეილ მერებაშვილი

Senior Software ინჟინერი

კარიერული გზა – 20 წელია, რაც ციფრულ სფეროშია, უმუშავია მრავალ დიდ პროექტზე, ახლა არის საერთაშორისო კომპანია Upgaming-ის თანადამფუძნებელი და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თვისებები – ურთიერთობებში ღია და უშუალოა, აქვს თავისუფლების მძაფრი შეგრძნება

უყვარს – თანამშრომლებთან ურთიერთობა, მათთან აქტიური კომუნიკაცია და ცოდნის გაზიარება, მათგან ახალი ინფორმაციის მიღება

სჯერა – თავისი გუნდის პროფესიონალიზმის

იცის – რომ, როცა მაქსიმალურად ვითარდები, სხვებისთვის დასამტკიცებელი აღარაფერი გაქვს და ერთადერთი, თუ ვინმეს რამე უნდა დაუმტკიცო, ეს საკუთარი თავია

მიზანი – დაეხმაროს გუნდს ახალი მწვერვალების დაპყრობაში

Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია „Upრინდის“ ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.

Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები