2019 წელს დაფუძნებულმა აგრო დუომ, რომელიც თავის მხრივ სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს და ამ დროის განმავლობაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კოორდინაციით (GFA) საქმიანობს, განახლებული წესდება წარადგინა. დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“ უზრუნველყოფს აგრარულ სექტორში პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას, რომლის მიზანიც არის ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობით სოფლის მეურნეობაში ადამიანური რესურსის გაძლიერება. რა შედეგებია ამ დროისთვის სად არის მთავარი პრობლემური საკითხები?
სტუმარი: ნიკოლოზ მესხიშვილი - "აგრო დუოს" წარმომადგენელი;