პროფესიული განათლების მნიშვნელობა და გამოწვევები, რომლის წინაშეც პროფესიული განათლების სექტორი დგას - დღეს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით უნარების კვირეული გაიხსნა. კვირეულის მიზანია, პროფესიული განათლების ირგვლივ დაინტერესებული მხარეების გაერთიანება და განვითარების სამომავლო მიმართულებებზე ერთობლივი მსჯელობა. განიხილება პროფესიული განათლების კუთხით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე ეროვნულ დონეზე მიღებული წარმატებული გამოცდილება. რას აჩვენებს უნარების ეკოსისტემის კვლევა, რამდენად მნიშვნელოვანია უნარების განვითარების სისტემა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ და როგორი უნდა იყოს განათლებისა და დასაქმების მიღმა მყოფი ახალგაზრდების მიმართულებით არსებული პოლიტიკა?
სტუმარი: თამარ ქიტიაშვილი- პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი;