მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული უნარების მქონე კადრების დეფიციტი გამოწვევაა - მინისტრი

ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის აზრით, პროფესიული უნარების მქონე კადრების დეფიციტი გამოწვევაა. ამის შესახებ მინისტრმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ამ გამოწვევის დასაძლევად ახორციელებს.

"კადრების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელსაც ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სან-დიეგოს უნივერსიტეტთან და პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად ვავითარებთ, როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგების მიმართულებით. არამხოლოდ მემორანდუმები არის გაფორმებული, არამედ რეალურად, სტაჟირების შედეგად დასაქმებული ყოფილი სტუდენტებიც გვყავს; სტაჟირებასაც გადიან.

ტექნიკურ უნივერსიტეტთან გვაქვს მემორანდუმი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რიკოთზე და სხვა ასეთი მაღალინჟინრულად საინტერესო პროექტები სტუდენტებს ადგილზე ვანახოთ, რაც მათ ძალიან ეხმარებათ. მნიშვნელოვანი იყო ლაბორატორიის მოწყობა, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო, რომელიც აღჭურვილია მაღალკვალიფიციური კადრებით.

გარდა ამისა, ძალიან ვზრუნავთ ჩვენი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მიმდინარეობს სწავლებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში აქტიურად გამოიყენება. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული უნარების მქონე კადრების თვალსაზრისით, არის გამოწვევა და არის დეფიციტი, ვისურვებდით, რომ უფრო მეტი იყოს, თუმცა ამავდროულად, ჩვენთვის ცნობილია ის ღონისძიებები და ხელშესახები ქმედებები, რომელიც ამ მიმართულებით იდგმება და ვფიქრობთ, რომ პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მეტი კვალიფიციური სპეციალისტის მომზადებას, ნამდვილად ვითარდება ძალიან საინტერესოდ“, - განაცხადა ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები