მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ProfitKey Properties-ის მილიონებად შეფასებული ექსკლუზივი: რა ქმნის Bellevue Residence Batumi-ს უპრეცედენტო ღირებულებას?

Bellevue Residence Batumi
27.04.26 16:40
491

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი დღეს უდიდეს მრავალფეროვნებას გვთავაზობს, თუმცა, როდესაც საქმე ულტრაპრემიუმ კლასს ეხება, თამაშის წესები რადიკალურად იცვლება. აქ მთავრდება მასობრივი მიდგომა და იწყება ფუფუნების სრულიად ახალი განზომილება.

ამის ყველაზე ნათელი და მასშტაბური მაგალითია Bellevue Residence Batumi. მის მე-20 სართულზე განლაგებული პენტჰაუზების ღირებულება 4 და 5 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაც მათ ქალაქის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ და დახურულ საცხოვრებელ სივრცეებად აქცევს.

ამ უპრეცედენტო ღირებულებას კონკრეტული ფუნდამენტი — შეუცვლელი ლოკაცია, უმაღლესი ხარისხის მასალები და მსოფლიო ბრენდების სინერგია განაპირობებს. სწორედ ეს მახასიათებლები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ უნიკალური პროექტი საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია ProfitKey Properties-ის ექსკლუზიური კოლაბორაციის საგნად იქცა.

ლოკაცია და იშვიათობა — ფუფუნების ახალი განზომილება

პირველ რიგში, აუცილებელია, სწორად განისაზღვროს პროექტის პოზიციონირება ბაზარზე. როგორც სფეროს ექსპერტები ხსნიან, Bellevue Residence არ ეკუთვნის მასობრივ ან კლასიკურ საინვესტიციო სეგმენტს. „ეს არის ექსკლუზიური საცხოვრებელი პროექტი, სადაც მთავარი ღირებულება ყალიბდება იშვიათობით და არა მასშტაბით“, — აღნიშნავენ ProfitKey Properties-ში.

პროექტის ლოკაცია — ძველი ბულვარის პირველი ხაზი, პარკისა და ზღვის პირდაპირი, დაუბრკოლებელი ხედით — პრაქტიკულად შეუცვლელია. მსგავსი ტერიტორიული შეთავაზებები ბათუმში ფიზიკურად აღარ იქმნება. ლოკაციას ემატება შენობის დაბალი სიმჭიდროვე და სართულზე ლიმიტირებული რეზიდენციების რაოდენობა.

მნიშვნელოვანია პროექტის კონტექსტიც: მთელ კომპლექსში წარმოდგენილია მხოლოდ ორი პენტჰაუზი, რაც თავისთავად განსაზღვრავს მათ აბსოლუტურ იშვიათობას. ეს არის ერთეული ტიპის შეთავაზება, რომელიც ფასდება არა მასობრივი ბაზრის ლოგიკით, არამედ საკუთარი უნიკალურობით. მყიდველი აქ არ იძენს მხოლოდ კვადრატულ მეტრებს; ის ყიდულობს ცხოვრების სტილს, სადაც კომფორტი, სერვისი და კონფიდენციალურობა სისტემურად არის გამართული და არ საჭიროებს მცხოვრების მხრიდან დამატებით ძალისხმევას.

Hilton-ის სინერგია: კომფორტი, რომელიც ძალისხმევას არ მოითხოვს

Bellevue Residence-ის პენტჰაუზის მცხოვრებლებს ექნებათ ექსკლუზიური, უფასო წვდომა Hilton Batumi-ს 5-ვარსკვლავიან ინფრასტრუქტურაზე — მათ შორის Eforea სპაზე, აუზებზე, ფიტნესსივრცეებსა და ლაუნჯებზე.

მათთვის ასევე უზრუნველყოფილია პერსონალური ტრანსფერები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან, ხოლო სტუმრებისთვის — კომპლიმენტარული განთავსება Hilton-ის სასტუმროში.

გარდა ამისა, პენტჰაუზის მფლობელებს გადაეცემათ უფასო პარკირების სივრცეები, რაც ქალაქის ამ ლოკაციაზე განსაკუთრებული და პრაქტიკულად შეუცვლელი კომფორტია.

თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვინც მილიონობით დოლარს დებს ერთ რეზიდენციაში, ეს სინერგია მხოლოდ სერვისების ჩამონათვალი არ არის. ეს ნიშნავს სრულად ინტეგრირებულ ცხოვრებას 5-ვარსკვლავიან გარემოში, სადაც ყოველდღიური კომფორტი, მომსახურების ხარისხი და პრივილეგიები უკვე სტანდარტად იქცა.

უხილავი ფუნდამენტი: ტრანსნაციონალური ბრენდების როლი

პროექტის ულტრაპრემიუმ სტატუსს კიდევ უფრო ამყარებს საერთაშორისო ტექნოლოგიური გიგანტების ჩართულობა. შენობაში ინტეგრირებულია ისეთი ბრენდების სისტემები, როგორებიცაა Mitsubishi, Kone და Schüco.

„საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა Bellevue-ში არ არის ფორმალური; ეს არის პროექტის ტექნიკური საფუძველი“, — ხაზს უსვამენ კომპანიაში.

მაღალბიუჯეტიან სეგმენტში, ვიზუალურ ესთეტიკასთან ერთად, გადამწყვეტია შენობის გრძელვადიანი ფუნქციონირების ხარისხი. აღნიშნული პარტნიორების ტექნოლოგიები მინიმუმამდე ამცირებს ტექნიკურ რისკებს, ზრდის ექსპლუატაციის საიმედოობას და, შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად აისახება აპარტამენტების საბოლოო ხარისხსა თუ ფასზე.

კაპიტალის დაცვა და ზრდა ულტრაპრემიუმ სეგმენტში

მიუხედავად იმისა, რომ ექსკლუზიური საცხოვრებელი დიდწილად პერსონალურ კომფორტზეა ორიენტირებული, ის ამავდროულად რჩება მძლავრ ფინანსურ ინსტრუმენტად. პროექტის შემქმნელები კაპიტალიზაციის 10%-იან წლიურ ზრდას აანონსებენ.

ულტრაპრემიუმ სეგმენტში საინვესტიციო შეფასების ლოგიკა კარდინალურად განსხვავებულია. აქ ინვესტორი არ ეძებს სწრაფ და მოკლევადიან უკუგებას. მთავარი აქცენტი კეთდება ლოკაციის შეუცვლელობაზე, პროდუქტის იშვიათობასა და მიწოდების სიმცირეზე. Bellevue Residence ზუსტად ამ სამი ფაქტორის გადაკვეთაზე დგას.

ორ უნიკალურ პენტჰაუზს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ისეთი დეტალები, როგორებიცაა კერძო ლიფტი, მაქსიმალურად გაზრდილი კონფიდენციალურობა, მრავალსაფეხურიანი პარკინგი და 5-ვარსკვლავიანი სერვისის სრული ინტეგრაცია. დანარჩენი რეზიდენციები ამავე ეკოსისტემაში უზრუნველყოფს წვდომას ცხოვრების იმ სტილზე, რომელიც ბაზარზე იშვიათი ფუფუნებაა.

ყველაფერი კი ერთ მთავარ იდეამდე დაიტანება, რომელსაც პროექტის ავტორები ზუსტად აყალიბებენ: „ამ სეგმენტში ადამიანი არ ყიდულობს ბინას — ის ყიდულობს ცხოვრებას, რომელიც უკვე გამართულია მის გარეშე“.

საბოლოო ჯამში, იქნება ეს ულტრაპრემიუმ კლასის ექსკლუზიური ფუფუნება თუ გარანტირებულ შემოსავალზე გათვლილი პრაგმატული ინვესტიცია, ProfitKey Properties ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე მთავარ და საიმედო მეგზურად გვევლინება.

ProfitKey Properties (PKP) არის უძრავი ქონების საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბათუმისა და აჭარის რეგიონის ბაზარზე უკვე 14 წელია, უმაღლეს სტანდარტებს ამკვიდრებს.

კომპანიის სერვისები მნიშვნელოვნად სცდება ტრადიციული შუამავლობის ფარგლებს; კერძოდ, ProfitKey Properties მომხმარებლებს სთავაზობს ბაზრის დეტალურ ფინანსურ ანალიტიკას, საინვესტიციო ობიექტების მიზნობრივ შერჩევასა და სრულ იურიდიულ მხარდაჭერას. მათთვის, ვინც პროცესის ონლაინ მართვას ამჯობინებს, კომპანიას დანერგილი აქვს დისტანციური შესყიდვების ინოვაციური სერვისი — ეს მოიცავს ობიექტის ონლაინ შერჩევას, დეტალურ ვიდეოპრეზენტაციებსა და ქონების მინდობილობით გაფორმებას. ამასთანავე, პროცესი ყიდვით არ სრულდება; გუნდი უზრუნველყოფს შეძენილი აქტივის შემდგომ მენეჯმენტსა თუ გაქირავებას.

ინვესტორებისთვის ProfitKey Properties-თან თანამშრომლობა ნიშნავს პირდაპირ წვდომას ბაზრის ყველაზე ექსკლუზიურ პროექტებზე. კომპანიის გათვლებით, ბათუმის მაღალი ტურისტული აქტივობის ფონზე, სწორად შერჩეული აქტივიდან წლიურმა უკუგებამ (ROI) შესაძლოა, 15%-საც მიაღწიოს. გარდა ფინანსური სარგებლისა, ProfitKey Properties უცხოელი ინვესტორებისთვის სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ბინადრობის უფლების მიღების პროცესშიც (როდესაც საინვესტიციო ღირებულება 100,000 დოლარს აღემატება).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები