მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროფკავშირები: კომპანია მეშახტეებს შახტაში ჩასვლას სთხოვს

5b4ee857b0707
მეგი კავთუაშვილი
18.07.18 11:11
914
მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ცნობით, შპს „საქნახშირი“ მეშახტეებს შახტაში ჩასვლას აიძულებს. პროფკავშირის ხელმძღვანელის ცნობით, მეშახტეები გაურკვევლობაში არიან, რადგან ვერ გაუგიათ, რატომ უგულვებლყოფს კომპანია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას შახტების დახურვის შესახებ.

„მეორე დღეა უკვე კომპანია ცდილობს შახტებში ჩაიყვანოს თანამშრომლები. ეუბნებიან რომ მოპოვებითი სამუშაოები არ იქნება, სარემონტო სამუშაოებით დავკავდეთო. მაგრამ მეშახტეებს არ უნდათ იქ ჩასვლა სადაც 2 დღის წინ 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. ავარიის ადგილას, სადაც ხალხი დაიხოცა, არ უნდათ იმ უბანზე ჩასვლა და მუშაობა. აპროტესტებენ მეშახტეები. იკრიბებიან შახტის წინ. გაურკვევლობაში არიან, თუ პრემიერ-მინისტრი აცხადებს რომ შახტები უნდა დაიხუროს და მოკვლევა ჩატარდეს, კომპანია რატომ უგულველყოფს მის ნათქვამს. ძალიან რთული მომენტია.“ - განუცხადა BM.GE-ს მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები