მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროფკავშირები: უმუშევრობის კომპენსაციაზე მთავრობასთან მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს

59588a5351d04
სალომე მეცხვარიშვილი
02.07.17 10:00
888
უმუშევრობის კომპენსაციაზე მთავრობასთან მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს,- ამის შესახებ "საქმის კურსს" პროფკავშირების გაერთიანების აპარატის უფროსმა ლაშა ბლიაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ რეგულაციისთვის მზად არ აღმოჩნდა და მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან აღარ გაგრძელდა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები უმუშევრებისთვის დროებითი კომპენსაციის გადახდის ინიციატივით მარტში გაოვიდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ პირებს, რომლებიც არ მუშაობენ, ექვსი თვის განმავლობაში, პენსიის ოდენობის თანხა გადაუხადონ.

თავდაპირველად ამაზე მოლაპარაკებები ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროსთან დაიწყო. დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ამისთვის ოპტიმალური და რეალისტური მოდელია საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები