საქართველოში მინიმალური ხელფასის შემოღების საკითხზე მსჯელობა ისევ განახლდა. პროფკავშირების საკანონმდებლო ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო იმ დათქმით, რომ მანამდე მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გატანა და განხილვა მოხდებოდა, რაც უკვე არაერთხელ განხორციელდა. რას შეცვლის ქვეყანაში მინიმალურო ხელფასის შემოღება და როგორ აფასებს ბიზნესი პროფკავშირების ინიციატივას?