მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროფკავშირების შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ნაცემი მოქალაქეები სასწრაფოს მანქანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
დაპირისპირება სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. პროფკავშირებში დღეს გაფიცულების საკითხზე უნდა ემსჯელათ, მაგრამ ირკვევა, რომ ორგანიზაცია "ლაბორის" წარმომადგენლებს, რომლებიც გაფიცულების ინტერესებს იცავენ, შენობაში გამგეობის სხდომაზე არ შეუშვეს, რასაც ადგილზე ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

bm.ge ყველა მხარესთან ცდილობს გაარკვიოს დეტალები. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

























