მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროგნოზები მარჩიელობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე რეალობასთან" - "ტექნო ბუმის" მოლოდინი

5ebc251cbd421
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.20 23:00
993
ტექნიკის კომპანია „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე უძრავი ქონების ბაზარის აქტივობის არსებული შემცირების პროგნოზებზე საუბარისას აცხადებს, რომ რაიმეს პროგნოზირება ჯერ ნაადრევია, რადგან ეს დიდწილად ეპიდემიოლოგიურ მდგომარებაზეა დამოკიდებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

BM.GE-ს კითხვაზე იქონიებს თუ არა უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის მოსალოდნელი შემცირება საოჯახო ტექნიკის გაყიდვის ბიზნესზე გავლენას, „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზარზე, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ტექნიკის ბიზნესზეც.

„ნებისმიერი პროგნოზი მარჩიელობასთან უფრო ახლოსაა ვიდრე რეალობასთან, იმიტომ რომ დამოკიდებულია კოვიდ ინფექციის განვითარებაზე, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში და ჩვენს სამეზობლოში, რადგან მშენებლობის სექტორი დამოკიდებულია ტურიზმზე. თუ ვერ მოხერხდა ტურისტული სექტორის განვითარება, შესაბამისად უძრავ ქონებაზეც და ბევრ სხვა სექტორზეც ეს პირდაპირპროპორციულად აისახება, მათ შორის ჩვენს სექტორზეც“, - განმარტავს ანზორ ქოქოლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები