მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროგნოზების მიხედვით, ბრიტანელების უმრავლესობამ ევროკავშირიდან გამოყოფას დაუჭირა მხარი

576cbd6b39232
BM.GE
24.06.16 08:54
1609
ბრიტანეთში რეფერენდუმის ხმების დათვლა მიმდინარეობს. Bloomberg-ის მონაცემებით, ევროკავშირში დარჩენას მხარი 48,2%-მა მისცა, ხოლო გამოყოფას კი მოსახლეობის 51,8%-მა.

საკუთარ პროგნოზს აკეთებს BBC, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმში 52%-მა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, ხოლო 48-მ კი დარჩენას. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირში დარჩენას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა ლონდონსა და შოტლანდიაში, სამხრეთ ინგლისში კი განსხვავებული მონაცემები იყო.

CNN-ის ინფორმაციით კი ბრიტანეთიდან გამოყოფას მხარი 51,9%-მა დაუჭირა.

გამოცემა წერს, რომ დაახლოებით 14 მილიონმა ადამიანმა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას მისცა ხმა, 15 მილიონმა კი მის დატოვებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები