სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 68 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 155 ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა, ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორია, სახელმწიფო საწარმოები და რეგიონებში მდებარე საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება. ელექტრონული აუქციონები 19 ოქტომბერს დასრულდება. რის მიხედვით შეამცირა სახელმწიფომ სააუქციონო ლოტების ფასი და რა მოლოდინია?
სტუმარი: სოფო ჭელიძე - "ქონების ეროვნული სააგენტოს" სახელმწიფო ქონების გაყიდვების სამსახურის უფროსი