ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მისი მისამართით მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში პასუხობს.
დიმიტრი ქუმსიშვილს პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მისი საახლობლო წრის დაფინანსებაში სდებენ ბრალს. საუბარია იმაზეც, რომ ხდებოდა ისეთი კომპანიების დაფინანსება, რომელთაც სახელმწიფოს დახმარება რეალურად არ სჭირდებოდათ, მათი უმეტესეობა კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ან ქართული ოცნების შემომწირველები იყვნენ.
დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტებებს აკეთებს.
„პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული პროექტი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა წარმოების მხარდასაჭერად და განსავითარებლად, რაც თავის თავში გულისხმობს ახალი სამუშო აადგილების შექმნას, კონკურენტულ ღია ბაზარზე, იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებას და საექსპორტო პროდუქცის წარმოებას, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.კორუფციული რისკების აღმოსაფხვრელად აღნიშნული პროგრამა იმგვარად არის შედგენილი, რომ ჩინოვნიკის ჩარევა პრაქტიკულად არ ხდება. იგივე პრინციპით მუშაობს “შეღავათიანი აგროკრეგიტი”.
პროცესი შემდეგია: მთავრობის დადგენილებაში გაწერილია პროდუქციის ჩამონათალი, რომლის წარმოების შემთხვევაში სახელმწიფო ახდენს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, მთავრობის დადგენილება ნორმატიული დოკუმენტია და მისგან გამომდინარე სარგებელის მიღება შეუძლია ყველა მეწარმეს რომელიც, მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მეწარმე მიდის ბანკში, ბანკი იხილავს პროექტს, პროექტისთვის სესხის დამტკიცების შემთხვევაში, ბანკიდან სააგენტოში იგზავნება მოთხოვნა, საწარმოებელი პროდუქციის მთავრობის დადგენილებაში დამთხვევის შემთხვევაში ავტომატურად ფორმდება ხელშეკრულება.
2014 წლიდან 2018 წლის ივინისის ბოლოს მდგომარეობით მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში: • მხარდაჭერილია 372 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს),
• 904 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია
• 472 მლნ ლარზე მეტი გაცემული სესხი
• 14,700- ზემეტი ახალი სამუშაო ადგილი
პროგრმა “აწარმოე საქართველო”-ს რეპუტაცია არ უნდა შეილახოს. ამპროექტის ფარგლებში, სტატისტიკურად, საშუალოდ, სამ დღეში ერთხელ ერთი საწარმოს მხარდაჭერა ხდება. ეს ქვეყნისთვის დიდი სიკეთეა.ჩემი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი საწარმო გავხსენი პროგრამაში “აწარმოესაქართველოში” და ძალიან ხშირად კომპანიის დამფუძნებლებისგან მომისმენია, რომ ისინი არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ინვესტიციებზე, წარმოების დაწყებაზე თუ გაფართოვებაზე “აწარმოესაქართველოში” , რომ არყოფილიყო“-წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ქუმსიშვილი.