მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამა ბალანსი - ბუღალტრის საუკეთესო დამხმარე

632842810ced2
BM.GE
19.09.22 14:09
1079
პროგრმა ბალანსი არის ახალი თაობის ბუღალტრული პროგრამა, რომლის შექმნის მთავარი იდეა და დანიშნულებაა აღრიცხვის ავტომატიზაციის გზით ბუღალტრებს ყოველდღიური საქმიანობა შეუმსუბუქოს და რუტინული საქმე შეუმციროს.

ბალანსის მომხმარებელი ბუღალტრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარეული ფუნქციონალი გამარტივებული დეკლარირებაა. პროგრამაში შექმნილია ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც ზუსტად ისეთი ფორმითაა აწყობილი, რაც RS.ge-ზე დეკლარაციების შევსებისთვისაა საჭირო: დღგ-ს, საშემოსავლო, ქონების, საპენსიო და მოგების დეკლარაციები. ეს ანგარიშგებები ავტომატურად ივსება ბუღალტრის მიერ ყოველდღიური ოპერაციებისა და გატარებების საფუძველზე. ყოველი თვის 15 რიცხვში ბუღალტერმა ეს ანგარიშგებები მხოლოდ ექსელში უნდა დააექსპორტოს და პირდაპირ RS.ge-ზე შეტვირთოს.

საბუღალტრო პროგრამა ბალანსის გაცნობა და დემოს გატესტვა შეგიძლიათ ბალანსის ოფიციალურ ვებ. გვერდზე: www.balance.ge.

ახლა კი გვინდა ბალანსის ახალ ფუნქციონალზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც უკვე ერთი თვეა, რაც ბალანსის ფუნქციონალს დაემატა და რომელიც კიდევ უფრო შეამსუბუქებს ბუღალტრების ყოველდღიურ საქმიანობას.

პროგრამას დაემატა აღრიცხვიანობის შემოწმებები. ეს ფუნქციონალი გამოიყენება თვის დახურვის ოპერაციებთან. იგი დაეხმარება მომხმარებლებს მარტივად იპოვონ და გაასწორონ ბაზაში დაფიქსირებული შეცდომები.

შემოწმებული საკითხები დაიყოფა 3 კატეგორიად:

1. დაფიქსირებულია კრიტიკული მნიშვნელობის შეცდომა - ეს ჯგუფი მონიშნული იქნება წითელი ბურთულით
2. დაფიქსირებულია არაკრიტიკული მნიშვნელობის შეცდომა - მონიშნულია ყვითელი ბურთულით
3. არ ფიქსირდება შეცდომა - მონიშნულია მწვანედ

პროგრამის სქრინზე მოცემულია ყველა ის საკითხი, რომლის შემოწმებაშიც დაეხმარება ბალანსი ბუღალტრებს, ჯგუფების მიხედვით. იმისათვის, რომ აღნიშნული ფუნქციონალი გამოიყენოთ, საჭიროა კალენდარზე სასურველი პერიოდის მონიშვნა და „შემოწმება“ ღილაკის გააქტიურება. ამის შემდეგ პროგრამა შემოწმების პროცესს დაიწყებს. თუ ბაზაში შეცდომებია დაშვებული, აღმოაჩენს და შეტყობინების სახით გამოუტანს მომხმარებელს.




პროგრამა ბალანსის კიდევ ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა და მნიშვნელოვანი ფუნქციონალი სრულყოფილი რეპორტინგ სისტემაა, რომელიც ბუღალტრული და საოპერაციო ანგარიშგებების სახითაა წარმოდგენილი. პროგრამაში შექმნილია 200-ზე მეტი მზა ანგარიშგება, რომელიც მომხმარებელს პროგრამის დანერგვის დასრულებისთანავე შეუძლია გამოიყენოს. ამასთან, პროგრამა საშუალებას იძლევა მომხმარებელმა თავისი გემოვნების მიხედვით ააწყოს სასურველი რეპორტი, გამომდინარე მისი კომპანიის საჭიროებებიდან და სპეციფიკიდან. ერთი თვის წინ პროგრამას დაემატა ფუნქციონალი, რომელმაც კიდევ უფრო გაამარტივა ანგარიშგებების აწყობის პროცესი. უფრო კონკრეტულად კი, ანგარიშგებების პანელს დაემატა ახალი ფორმა, რომლის საშუალებითაც მარტივად არის შესაძლებელი ანგარიშგებებზე ფილტრის, სტრიქონებისა და სვეტების გამოტანა. გარდა ამისა ახალი ფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს არსებულ ანგარიშგებაზე ააწყოს სასურველი ტიპის დიაგრამებიც.

ბალანსი სრულად სინქრონიზებულია საგადასახადო პორტალ RS.ge-სთან. შედეგად, მხოლოდ ერთი კლიკით არის შესაძლებელი RS.ge-ზე მიღებული ზედნადებების ჩამოტვირთვა და მის საფუძველზე პროგრამაში შესყიდვის ოპერაციების შექმნა. ასევეა გაყიდვების შემთხვევაშიც, ბალანსში დაფიქსირებული გაყიდვის ოპერაციების საფუძველზე RS.ge-ზე იქმნება შესაბამისი ზედნადებები დ ანგარიშფაქტურები.

ყველაფერთან ერთად, ბალანსი არის პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე, ბალანსი ქლაუდ ტექნოლოგიას მომხმარებელს 2018 წლიდან სთავაზობს და დღეს ქლაუდ სერვისზე უკვე 500-ზე მეტ კომპანიას ითვლის. Cloud-ზე აღრიცხვიანობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი აღარ არის მიჯაჭვული ერთ კომპიუტერზე, სადაც კომპანიის ბაზაა ჩაწერილი. ნაცვლად ამისა, ბაზა განთავსებულია დაცულ სერვერზე. სერვერის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სპეციალიზებული კომპანია: ბაზას არ ემუქრება არც დაკარგვა და არც დაზიანება. ამასთან, სერვერის მფლობელი ორგანიზაცია პასუხისმგებლობას იღებს კიბერ უსაფრთხოებაზეც.

ქლაუდ ტექნოლოგიის საშუალებით მომხმარებელს ბაზაზე წვდომა ეძლევა ნებისმიერი კომპიუტერიდან, რომელსაც მიეწოდება ინტერნეტი. იმისთვის, რომ ბაზას დაუკავშირდეს მომხმარებელი ბალანსის საიტზე გადის ვერიფიკაციას და შემდეგ თავისი პირადი პროფილიდან, ანუ ციფრული კაბინეტიდან, უკავშირდება ბაზას. კაბინეტიდანვე არის შესაძლებელი ბაზაში სხვა თანამშრომლების მოწვევა, ქლაუდ სერვისის ინვოისების მართვა და ა.შ.

ქლაუდის მეორე უპირატესობა ყოველთვიური გადახდის ფორმაა - პროგრამა ბალანსის ერთი ლიცენზიის ფასი თვეში მხოლოდ 79 ლარს შეადგენს. თავდაპირველად კომპანია იხდის პროგრამის დანერგვის ერთჯერად საფასურს (რაც დამოკიდებულია კომპანიის სპეციფიკაზე, პროცესებზე და ა.შ. ანუ არ არსებობს დანერგვის სერვისის ფიქსირებული ფასი). მას შემდეგ, რაც ბალანსში აეწყობა კომპანიის ბაზა, მომხმარებელი იხდის მხოლოდ ლიცენზიის ყოველთვიურ საფასურს. ეს ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ლიცენზიის შეძენა და რამდენიმე ათასიანი ხარჯის ერთიანად წინასწარ გაწევა, რაც საშუალო და მცირე ზომის კომპანიებისთვის ძალიან დიდი კომფორტი და ბიუჯეტური გადაწყვეტაა.

ბოლო წლებში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახლიდან დისტანციურად მუშაობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბალანსის ქლაუდ ტექნოლოგია ბუღალტრებს სწორედ ამ კომფორტს უქმნის: მათ შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან. ეს მოდელი განსაუთრებით მოსწონთ freelancer ბუღალტრებს, ვინც რამდენიმე კომპანიას უწევს საბუღალტრო მომსახურებას.

ბალანსი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. სრულად ფარავს საცალო, საბითუმო და ქსელური მაღაზიების მოთხოვნებს - ანუ გამოიყენება, როგორც სრულად ფუნქციონალური მაღაზიის პროგრამა, შესაძლებელია აღირიცხოს ერთი ან რამდენიმე საწყობი. იდეალურია საწარმოებისთვის და სწრაფი კვების ობიექტებისთვის.

პროგრამის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდთ ბალანსის გუნდს: 596 105 890


(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები